შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე 65 წლის ფრიდონ ქანთარიას პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ მოძალადეს მიმდინარე წლის 26 იანვარს დნმ-ის ანალიზით, დანაშაულის ჩადენიდან რვა თვეში მიაკვლია.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის ფრიდონ ქანთარიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
ჩხოროწყუში 34 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ თამთა გახარიას შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

პოლიციამ  მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული ქანთარია დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. არსებული ინფორმაციით, 2019 წლის მაისის თვეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მან მეზობლად მცხოვრები შშმ პირი გოგონა გააუპატიურა. გამოძიებამ კი მოძალადეს მიმდინარე წლის 26 იანვარს დნმ-ის ანალიზით მიაკვლია.

სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ იმ დღესვე პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0