ოქროს კონტრაბანდა: დაკავებულებს 320 გრამამდე ძვირფასეულობა შემოჰქონდათ

© courtesy of Emin Rukminiოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მებაჟე-ოფიცრებმა უცხოეთის ორი მოქალაქის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას 46 ათასი ლარის ძვირფასეულობა აღმოაჩინეს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე" და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონტრაბანდული ძვირფასეულობა მებაჟე-ოფიცრებმა უცხოეთის ორი მოქალაქის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს.

საუბარია 320 გრამამდე ოქროს ნაკეთობებზე, რომელთა საერთო ღირებულებაც 46 ათას ლარს აღწევს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს პირველ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა – 17 ათასი ლარი დაეკისრათ, ხოლო მეორე შემთხვევაში საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0