Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის ულამაზესი დედის მოკრძალებულობა გაგაოცებთ– სოცქსელში ქალის ფოტო ვრცელდება

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმზიდველი შორენა ბეგაშვილი თინეიჯერობის პერიოდის ფოტოების გამოქვეყნებას არ წყვეტს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა. აი, თურმე ვის ჰგავს სექსუალური მსახიობი.

ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი, სკანდალების მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდით უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა.

ევას გვერდით მჯდომი ქალი შორენა ბეგაშვილის დედაა. მორიდებული ქალბატონი ტელეეკრანებზე არასდროს გამოჩენილა. ფოტოზე ქალბატონის გვერდით შორენას და – ლელა ბეგაშვილია. დები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ეს ერთი შეხედვითაც შესამჩნევია. მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. შორენა ბეგაშვილი აღნიშნავს, რომ ის ერთადერთმა დამ გაზარდა. ლელა ბეგაშვილი 47 წლის არის. დებს შორის 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

შორენა ბეგაშვილს მშობლებზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. მისი თქმით, მშობლებზე დასამალი არაფერი აქვს, უბრალოდ მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედას კი საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, თუმცა ძალიან თანამედროვეა და მის სკანდალურ ნაბიჯებს გაგებით ეკიდება. შორენა ბეგაშვილს და ევა ბარბაქაძეს ისეთი ურთიერთობა აკავშირებთ, როგორც მას და დედამისს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ჰბადებს. მსახიობი „რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემით ბრუნდება. ახლა ბევრ თაყვანისმცემელს გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი აინტერესებს, რომლის ანონსი უკვე მზად არის. სუპერვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთება არ უყვარს, საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0