Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მამულიჩა ერთადერთ შვილიშვილთან ერთად სეირნობს – პროდიუსერი უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Kakhi Mamulashviliკახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა მამულაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბაბუა გახდა. პოპ-დივას პოპულარული ქმარი ძალიან საყვარელ სურათს აქვეყნებს. პატარა ბიჭუნა ბაბუის ასლია.

48 წლის პროდიუსერი ბაბუა პირველად გახდა. კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი, ქალიშვილი კი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ბა­ბუა 2018 წელს გახ­და. ამის შე­სა­ხებ „მა­მუ­ლი­ჩამ“ ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­დან მე­გობ­რებს ახა­რა. მის უფ­როს ვაჟს ნი­კო­ლოზ მა­მუ­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სერს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან ჰყავს, ვაჟი შე­ე­ძი­ნა. "09.08.2018 ალექ­სან­დრე ნი­კო­ლო­ზის ძე მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ამ ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა მა­მუ­ლი­ჩა მო­ევ­ლი­ნა“, – წერდა მაშინ კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ლელა და მამულიჩა შვილიშვილს ძალიან ხშირად აკითხავენ. ვიდეოებზე ბებია-ბაბუის დამოკიდებულება შვილიშვილის მიმართ კარგად ჩანს. პოპ-დივა და მისი პროდიუსერი პატარა ბიჭუნას ასეირნებენ და ანებივრებენ. ლელა ბაბუა-შვილიშვილის თამაშს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამჯერად სურათი "მამულიჩამ" გამოაქვეყნა. სურათს თბილის სიტყვები "მხოლოდ ბაბუსი" დააწერა. პირველი კომენტარი, რა თქმა უნდა, ლელა წურწუმიამ დაწერა.

ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ. ამის მაგალითია კახა მამულაშვილის მიერ გადაღებული დედა-შვილის უახლესი ფოტო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მაგრამ მარიკო ლელას არ ჰგავს. მასში მამის გენი დომინირებს. მამა-შვილის გარეგნობაში დიდი მსგავსებაა. ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0