ლევან იზორიამ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

გამოწერა
2019 წლის სექტემბერში სათავეში ჩაუდგა დაზვერვის სამსახურს, ხოლო ნოემბერში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია შეითავსა.

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს, იუწყება პირველი არხი.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი გახდა

ლევან იზორიას განცხადებით, მან გადადგომის შესახებ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.

მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაწყდა, რომ ის გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებდა მუშაობას და განცხადების დაწერაც იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა.

დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას თებერვლის ბოლოს შეუდგება.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა >>

ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და  გეორგ-ავგუსტის სახელობის გეოტინგენის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი, 2007-2008 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტის“ დეკანი. 2008-2009 წლებში —  ქალაქ შპაიერში (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პროფესორი. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ, 2015 წელს კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2016 წლის ივლისის ბოლოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. 2019 წლის სექტემბერში სათავეში ჩაუდგა დაზვერვის სამსახურს, ხოლო ნოემბერში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია შეითავსა.

ყველა ახალი ამბავი
0