Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძე ნოსტალგიურ განწყობაზეა – დიზაინერი ქმრის და ახალშობილი ვაჟის ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძემ ცნობილი მეუღლის და ერთ-ერთი ვაჟის კახაბერ კალაძის ძველი სურათი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა თბილისის მერი შეუდარებლად გამოიყურება. ნახეთ, როგორ ზრუნავს ვაჟზე მოდური პოლიტიკოსი.

თბილისის მერს კახა კალაძესა და მისი მეუღლეს ანუკი არეშიძეს მეოთხე შვილი 2018 წელს შეეძინათ. ბავშვს ნიკოლა დაარქვეს. ბიჭი უკვე ერთი წლისაა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა.

ანუკი ქმარ-შვილთან გატარებულ უსაყვარლეს მოგონებებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მისი Instagram-ის  გვერდზე 2012 წელს გადაღებული კადრი აღმოჩნდა, რომელიც ანუკიმ საკუთარი კომპიუტერის არქივში მონახა. სურათზე კახაბერ და კახა კალაძეები არიან აღბეჭდილი. უკან კი ლევან კალაძე ჩანს. მოდური კახი კალაძე ამ ფოტოზე ძალიან ახალგაზრდა ჩანს.

ანუკი არეშიძემ ახალი წლის მშვენიერი დღეები შვილებთან ერთად გაატარა. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკი სასიამოვნო არდადეგებმა ჩაანაცვლა და დიზაინერმა შვილებთან ერთად ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში დაისვენა. „იყავით ბავშვებივით ლაღები, ბედნიერები, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და ულევ სიხარულს! მრავალს დაესწარით. მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას“, – ასე მიულოცა დღესასწაულები და 2020 წლის დადგომა მშვენიერმა დიზაინერმა საკუთარი გვერდის „ფოლოვერებს“.

 

ყველა ახალი ამბავი
0