თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზიათ ქსელ „სპარის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.