თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ბოევიკებმა ავღანეთის აღმოსავლეთში საჰაერო ხომალდის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და ამტკიცებენ, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, იუწყება РИА Новости ტელეარხ „არიანა ნიუსზე“ (Ariana News) დაყრდნობით.
ამას წინათ ავღანეთის ღაზნის პროვინციაში საჰაერო ხომალდი ჩამოვარდა. ღაზნის გუბერნატორის წარმომადგენელმა არიფ ნურიმ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ეკუთვნოდა ავღანეთის ავიაკომპანია „არიანა ავღან ეარლაინს“ (Ariana Afghan Airlines), თუმცა ავიაკომპანიაში ეს ინფორმაცია უარყვეს. გაიჟღერა ასევე ვერსიამ, რომ თვითმფრინავი ავღანეთის არმიის კუთვნილება იყო.
Twitter-ში გამოჩნდა ვიდეო თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილიდან. მასმედია ვიდეორგოლზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი შეიძლება იყოს თვითმფრინავზე Bombardier E-11A, რომელსაც აშშ ავღანეთში რადიოელექტრული დაზვერვისთვის იყენებს.
اولین تصاویر از هواپیمای گلف استریم امریکایی که در غزنی افغانستان سقوط کرده. گفته میشود این هواپیما حامل دهها نظامی آمریکایی بوده است.
— Ehsan Soltani (@ehsan_soltani) January 27, 2020
برخی منابع میگویند طالبان مسئولیت سقوط هواپیما را برعهده گرفته است. هنوز بیانیه رسمی طالبان و دولت افغانستان منتشر نشده است.#Ghazni pic.twitter.com/0PYVPdPVTq
აშშ-ის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ ამოწმებს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესახებ ცნობებს.
*თალიბანი არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და რუსეთშიც, აკრძალულია.