დეპუტატ ხაბეიშვილის ცემა თბილისის საკრებულოსთან აქციის მიზეზი გახდა

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია საკრებულოსთან
აქცია საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები საკრებულოს უმრავლესობიდან იმ დეპუტატების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც პარასკევს „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თბილისის საკრებულოს შენობასთან ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წევრები ხაბეიშვილის ცემის ფაქტს აპროტესტებენ, რომელიც პარასკევს მოხდა.

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი საპროტესტო აქციაზე
დეპუტატ ხაბეიშვილის ცემა თბილისის საკრებულოსთან აქციის მიზეზი გახდა - Sputnik საქართველო
ლევან ხაბეიშვილი საპროტესტო აქციაზე

ინციდენტი თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა თარაშ შურღაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ხაბეიშვილს კორუფციაზე მისი გამონათქვამების გამო, ხოლო როდესაც მან პასუხის დაბრუნება სცადა, მმართველი პარტიის სამმა დეპუტატმა ხაბეიშვილი წააქცია და მას ცემა დაუწყეს. ისინი მანდატურებმა და დანარჩენმა დეპუტატებმა გააშველეს. ოპოზიციონერ დეპუტატს ჩალურჯებული აქვს თვალი, დაზიანება ეტყობა შუბლზეც.

საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
ჩხუბი საკრებულოში: ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

აქციის მონაწილეები იმ დეპუტატების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც „ნაცმოძრაობის" დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რისი უფლებაც მათ დაცვის სამსახურმა არ მისცა.

აქტივისტებმა საკრებულოს შენობასთან სიმბოლურად მიიტანეს ნაგვის ურნა, რომელზეც იმ დეპუტატების ფოტოები იყო მიკრული, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ.

ადგილზე ასევე იმყოფებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას და პირადად მისგან განმარტებების მოსმენას მოითხოვენ.

საქართველოს შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით („ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ დაზარალებულის სტატუსით უკვე გამოკითხა ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური წევრია. თბილისის საკრებულოში მისი გამონათქვამები არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0