Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თეონა კონტრიძე პლაჟზე საცურაო კოსტუმით სიძე-პატარძალთან პოზირებს - ფოტო

© photo: Teona Kontridze & Band / FBთეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსი თეონა კონტრიძე იუბილარია. დაბადების დღე საკმაოდ უჩვეულ სიტუაციაში აღნიშნა. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი შესრულების განსხვავებული მანერით გამოირჩევა. თეონა კონტრიძემ რუსეთის ესტრადაში სახელი წლების წინ გაითქვა. 43 წლის არტისტს მოსკოვში ქართველ ჯაზ-პანკ დივად მოიხსენიებენ და მას უამრავი მსმენელი ჰყავს. თეონა ემოციების ნამდვილი ფეირვერკია. საკმარისია მის ერთ შესრულებას უყუროთ, თუნდაც ხმის გარეშე, ენერგიული მოძრაობები აგიტაცებთ და აუცილებლად აგაცეკვებთ. თეონა კონტრიძემ ცხოვრების მეგზური 2003 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში გაიცნო. თეონას თქმით, მისი მეუღლე არა მხოლოდ მეორე ნახევარი, არამედ ძმა, მამა და ცხოვრების უმთავრესი მამაკაცია. თეონა კონტრიძეს და მის მეუღლეს ნიკოლაი კლოპოვს საერთო ბიზნესიც აკავშირებთ.

მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი მომღერალი საესტრადო ცხოვრებას ჯერ კიდევ ლეგენდარული „მზიურის“ დროს შეუდგა. მისი ხმის ტემბრით აღფრთოვანებულმა სოსო პალიაშვილმა სოლო კარიერის დაწყება შესთავაზა. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილმა მომავალ არტისტს სიმღერა Just do it უსახსოვრა. ასე დაიწყო თეონა კონტრიძის დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა. დღეს თეონა თავისუფლად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას გიტარებზე.

თეონას და ნიკოლაის ორი შვილი ჰყავთ. უფროს გოგონას უჩვეულო სახელი რედი-მარია გარდაცვლილი დედის პატივსაცემად დაარქვეს, ბიჭს კი გიორგი ჰქვია და მოფერებით გოგის ეძახიან. რუსულ ტაბლოიდებთან თეონა ჰყვება, რომ შვილებს მთელი დღის მანძილზე ვერ ხედავს, მხოლოდ ღამით, ძილის წინ ხვდებიან ერთმანეთს. უცხო გარეგნობის მქონე და-ძმა გადატვირთული გრაფიკით იზრდებიან და მუსიკალურ ნიჭს უკვე ავლენენ. ამას თეონას მიერ გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს.

თეონა კონტრიძე რუსეთში 1994 წლიდან ცხოვრობს. იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში მთელი ხუთი წლის მანძილზე რუსეთს ხალხის, მუდამ მოღრუბლული ამინდისა და ახლობლებთან განშორების გამო ვერ ეგუებოდა. სახლში წერილებს ხშირად გზავნიდა და მშობლებს ყველის გაგზავნას სთხოვდა. დროთა მანძილზე კი, განსაკუთრებით სტუდენტობის დროს, კლუბებში თავის დასამკვიდრებლად მღეროდა. უკვე შემდეგ კი მუსიკისადმი ინდივიდუალურმა მიდგომამ განსხვავებული მომღერლის გარშემო განსაკუთრებული მსმენელიც გააერთიანა. მუსიკოსი იუბილარია. ამჟამად ის მზიან სანაპიროზე, აზიურ ტროპიკებში ისვენებს. Instagram-ზე მუსიკოსმა საცურაო კოსტიუმში სიძე-პატარძალთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „ისევ კომფორტის, სტაბილურობის და სიმშვიდის მტერი ვარ“ - წერს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0