სექსუალური, ექსტრავაგანტული და შარმიანი მსახიობი გულწრფელობით გამოირჩევა. მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ემოციური განცხადება გაავრცელა. მაგრამ, ამ უკანასკნელმა საზოგადოების შოკი გამოიწვია. ნუკი კოშკელიშვილი მძიმე სენს ებრძვის?
სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური მსახიობი ვრცელ პოსტებს აქვეყნებს. ფეხმძიმობა, მშობიარობა და ფეხმძიმობის შემდეგ გამვითარებულ ყველა დეტალზე ხმამაღლა საუბრობს და საკუთარ გვერდზე საჯაროდ წერს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ჰყავს და ერთი პატარა ვაჟი ჰყავს, საკუთარი მიმდევრებისთვის ყოველთვის იცლის და პირდაპირ ეთერსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ნუკიმ უამრავი ქალბატონი, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ოფიციალურ გვერდზე გააერთიანა. ახლა, ქალბატონები ერთმანეთს ნუკის პოსტის კომენტარების საშუალებით უზიარებენ გამოცდილებას.
უკანასკნელი ფოტოს კომენტარებში ნუკი აღნიშნავს, რომ ეს ძველი ფოტოა და ვრცელ წერილს წერს. როგორც ჩანს, მშობიარობის შემდეგ მსახიობმა რადიკალური ცვლილებები განიცადა. მისი ორგანიზმი პრობლემების წინაშეა. "წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვიცდა, თმა შემითხელდა. კიდევ რა? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი იმ ბედნიერებასთან, რაც ორსულობას მოჰყვება- ვერ მივა. უბრალოდ ცოტა უსამართლობაა, ჩვენ რომ ასე ვიცვლებით და მამაკაცები არა..." - წერს გულნატკენი მსახიობი.