ურთიერთდაპირისპირება მწყემსებს შორის - ახმეტაში 47 წლის მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი უკვე დაკავებულია. მკვლელობას მწყემსებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალთან რამდენიმე კილომეტრში, სადაც მწყემსები არიან დაბინავებული, ერთი პირი სანადირო თოფიდან მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ფაქტზე დაკავებულია 34 წლის მამაკაცი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, აცხადებენ შსს-ში.

მკვლელობას მწყემსებს შორის ურთიერთდაპირისპირება უძღოდა წინ. მოკლულია 47 წლის მამაკაცი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0