საქართველო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო

© REUTERS / SERTAC KAYARთურქეთში მიწისძვრის შედეგები
თურქეთში მიწისძვრის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელაზიღის პროვინცია ქალაქ სივრიჯეში ადგილობრივი დროით 20:55 საათზე 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად (ელაზიღის პროვინცია) პარასკევს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე მოხდა. ​ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ​გავრცელებული ინფორმაციით, 30 შენობა დაინგრა, ათეულობით შენობა დაზიანებულია. სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 1015 დაშავდა.

„გვსურს, გამოვხატოთ დიდი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა >>

ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, რომ თურქეთში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ყველა ახალი ამბავი
0