Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ჯამბურიას ერთადერთი ქალიშვილი ძალიან გაიზარდა – ნახეთ როგორ გამოიყურება ნინა

© Facebook / Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოება მომღერალ თიკა ჯამბურიას ძალიან პატარა ასაკიდან იცნობს. შემსრულებელმა პოპულარობა მარტივად მოიპოვა. ამისათვის თიკას ნიჭი და ვოკალური მონაცემები დაეხმარა. თიკას პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

მომღერალი თიკა ჯამბურია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის გაზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

თიკა ჯამბურიას და ბექა ხოფერიას ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ. დაოჯახების შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. ოჯახური გაუგებრობების გამო ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა. მათ ქორწილზე მთელი საქართველო საუბრობდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წყვილი იყო. მათ პატარა ნინა ჰყავთ. განქორწინება თიკას ინიციატივა იყო, მიუხედავად ყველაფრისა, თიკას დედამთილთან კარგი ურთიერთობა აქვს. როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ნინა ბებიას ხშირად სტუმრობს და მამასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ თიკა 18 წლის ასაკში დაოჯახდა. ქმართან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი მესამე ქალი აღმოჩნდა. ამის შესახებ თიკამ წლების შემდეგ საჯაროდ ისაუბრა. ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ თიკამ ყველაფერს ფარდა ახადა და მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. 2016 წელს თიკას დიდი სიყვარული, რომელთანაც 14 წლიდან იყო ურთიერთობაში, მეორედ დაოჯახდა. ბექას რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ინა ოსიპოვაა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინა კი ბექას უფროსი ქალიშვილია, რომელიც მამას ძალიან ჰგავს.

ყველა ახალი ამბავი
0