თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ცნობილი მომღერლის მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯუხრაძე საავადმყოფოში მოხვდა. მომღერლის პროდიუსერი გია გოგორიშვილი გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის და წერს, რომ ამჟამად პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი.
„ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მერაბის ოჯახის გულშემატკივრობისათვის, მინდა გაცნობოთ, რომ მისი მეუღლე გადმოყვანილია პალატაში, მდგომარეობა სტაბილურია, არის პროგრესი, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო მკურნალობა“, – წერს პროდიუსერი.
ცნობილი ქართველი მომღერლის მეუღლე კლინიკაში ინსულტის ნიშნებით მოათავსეს. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს – ნიკუშა და სანდრო.