Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ მაკლიხარ და როგორ მჭირდები!“ – ნინი ქარსელაძე მამის სურათს აქვეყნებს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის ცნობილი მომღერლის ნინი ქარსელაძის ოჯახში ტრაგედია რამდენიმე თვის წინ დატრიალდა. მას მამა გარდაეცვალა, ახლა კი ხათუნა ჟორდანია ებრძვის მძიმე სენს.

საზოგადოებაში ნინი ქარსელაძე სკანდალური განცხადებებით დიდ ყურადღებას იქცევს, გარდა ამისა, მისი ოჯახის თითოეულ წევრს წლებია კარგად იცნობენ. ზურა ხაჩიძის და ნინის დედის ხათუნა ჟორდანიას თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია სწორედ ნინის კლიპის გადაღებისას დაიწყო. ნინის ზურა ხაჩიძემ და დედამ უმცროსი და – ანასტასია ხაჩიძე აჩუქეს. ინტერვიუებიდან და სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ნინი და ანასტასია ძალიან მეგობრობენ. ანასტასია, თავის მხრივ, ნინის პრობლემების გადაჭრაში ეხმარება და ამხნევებს. ახლა გოგონები და მათი ოჯახის წევრები ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ. ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა.

მომღერალი ზურა ხაჩიძე და მისი ცნობილი მეუღლე ხათუნა ჟორდანია დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ნინი ქარსელაძის დედა ავად არის და ამის გამო ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი დასჭირდა. ხათუნა და ნინი სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრნენ. ხათუნა ჟორდანია თავს ბევრად უკეთ გრძნობს. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში მომღერალი ქმარი ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. მან ერთგულ მსმენელს რამდენჯერმე ლოცვისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა. საზოგადოებისთვის ცნობილი თეკუჩა ქარსელაძე ივლისში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ნინის მამა ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. ნინი კი მამას მუდამ ამხნევებდა. „ახლა წასვლის დრო არ არის… ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!” – წერდა ნინი. ამჯერად მომღერალმა მამის სურათი ისევ გამოაქვეყნა. თეკუჩა ქარსელაძის ძველ სურათს ნინი ქარსელაძემ დააწერა – „როგორ მაკლიხარ და როგორ მჭირდები“.

ყველა ახალი ამბავი
0