თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც იგი გეგმურ გამოკვლევას გადის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, სტაციონარში კი თავად პატრიარქისა და მისი ახლობლების სურვილით გადაიყვანეს.
„ფაქტობრივად ყოველ წელს, დღესასწაულების შემდეგ გეგმურ გამოკვლევებს ან საქართველოში ან საზღვარგარეთ ვატარებთ. ახლა, რომ ჩამობრძანდებოდა, თბილისში უნდა გაეკეთებინა გამოკვლევები. იქ მოინახულეს თავისმა ახლობლებმა და ბათუმში კარგი კლინიკა შესთავაზეს. ამიტომ იქ კეთდება გამოკვლევები“, – აღნიშნა პატრიარქის ექიმმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს 87 წელი შეუსრულდა.