Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილმა უფროსი ვაჟი პირველად გამოაჩინა – ნახეთ ვის ჰგავს თინეიჯერი

© photo: salomegviniashvili / Instagram მოდელი სალომე ღვინიაშვილი
მოდელი სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულ მოდელს სალომე ღვინიაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც ტელეკამერებთან გამოჩენა არ უყვარს. სუპერ-მოდელის ვაჟი იუბილარია. ნახეთ, როგორ ულოცავს ახალგაზრდა დედა შვილს...

„17 წლის ვიყავი, როდესაც დათუნა დაიბადა, ერთი წლით პატარა, ვიდრე დღეს თვითონაა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ყველაზე კარგად ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს. გილოცავ, დე!“ – წერს ტელეწამყვანი საკუთარ მიკრობლოგში. სალომე ღვინიაშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა, როდესაც მას ფაქტობრივად არავინ იცნობდა. მისი კარიერა სარეკლამო რგოლების გადაღებით დაიწყო და დღემდე აქტიურად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მოდელმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ფარ-ხმარი არ დაყარა, სამოდელო კარიერითა და დიზაინერობით დაინტერესდა. მისი მეორე მეუღლე ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილია. მათ საერთო ორი ქალიშვილი ჰყავთ – ტასო და ნიტა. ძმასთან დათუნა აბულაძესთან შედარებით, გოგონები ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდებიან.

სალომე ღვინიაშვილმა იუბილარ ვაჟს სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა. Instagram-ის „სთორიზე“ ვაჟიშვილის ფოტო-ვიდეო პირველად გამოაქვეყნა და, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. სალომე ღვინიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, 18 წლის დათუნა ე.წ. „დიჯეინგით“ არის გატაცებული. ბიჭს გამორჩეული სტილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სივრცეს სულ ახლახან დაუმეგობრდა, „დიჯეობა“ ძალიან უხდება, ცნობილი დედა კი მის ყველა ნაბიჯს აფასებს. როგორც თავად სალომე წერს, საუკეთესო მეგობრები არიან.

სალომე სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე და დიდი ინტერესი დაიმსახურა. ხუჭუჭა თმამ, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და კაშკაშა თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან მიიპყრო. სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სფეროს – არა. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე აღარ დგას, ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ შექმნა. ბრენდი ახალი დაარსებულია, მაგრამ ქართველ მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0