პოლიციელზე თავდასხმა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Nika Latariaპოლიციელზე თავდასხმა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა, არც გასროლა განუხორციელებია და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ 51 წლის გელა ქანთარიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დაკავება - Sputnik საქართველო
პირს, რომელმაც პოლიციელს ესროლა, 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ზვიად ფიფიას შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს მსჯავრდებულის მიმალვისა და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა, არც გასროლა განუხორციელებია და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

შსს-ს ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

პოლიციამ სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა – ვიდეო >>

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0