Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბაბუა და შვილიშვილი“ – ნინო ნადირაძე საოპერაციო ოთახიდან ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუზანოვებმა ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა.

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი ენანება გათხოვებისთვის. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ნინო ნადირაძე მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ ნინო ნადირაძემ მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართავს, რაც შეიძლება ბევრი შვილი გააჩინონ. „ერთი შვილი გათხოვდა, მეორე – მეგობართან დარჩა. დავრჩით მარტო. კიდევ ერთი შვილი უნდა გაგვეჩინა. ხალხო, გააჩინეთ რაც შეიძლება ბევრი შვილი, რომ ჩვენსავით მარტო არ დარჩეთ“, – ამბობს ცნობილი ექიმი.

ცოტა ხნის წინ კი ნინო ნადირაძემ Instagram-ზე ქალიშვილის – ბაია კუზანოვას ფოტო გამოაქვეყნა. გოგონა ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან, მის ბაბუასთან ივა კუზანოვთან ერთად საოპერაციო მაგიდასთან დგას და, სავარაუდოდ, ასისტენტობას ითავსებს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ბაიამ პროფესიად ყბა-სახის პლასტიკური ქირურგობა აირჩია.

ყველა ახალი ამბავი
0