თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია იმ სოციალურად დაუცველთა მკურნალობას, რომლებსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვთ, სრულად დააფინანსებს, ხოლო ამ სტატუსის არმქონე მოქალაქეთა მკურნალობას – 80%-ით.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობის პროგრამას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს

გაფანტული სკლეროზი – აუტოიმუნური ხასიათის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. თუმცა, ყოველდღიურობაში „სკლეროზს" ხშირად ხანდაზმულ ასაკში მეხსიერების დარღვევას უწოდებენ. სახელწოდებას „გაფანტული სკლეროზი" საერთო არაფერი აქვს არც ხანდაზმულობის "სკლეროზთან", არც ყურადღების გაფანტულობასთან.

„წლიურად ერთი პაციენტისთვის საჭიროა 24 ათასი ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის 100%-ით იქნება დაფინანსება, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80%-ით დაუფინანსდებათ", – განაცხადა კალაძემ.

ადრე კალაძემ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას არაერთხელ აღნიშნა, რომ მერიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა.

ყველა ახალი ამბავი
0