ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს - მოპარულია ტექნიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ქურდობის“ მუხლით, რომელიც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ზუგდიდში №15 საბავშვო ბაგა-ბაღი გაქურდეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში ფეხსაცმლის მაღაზია გაქურდეს

გატეხილი კარი და ღია ფანჯარა სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.

პირველი არხის ინფორმაციით, ქურდებმა ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი წაიღეს.

დანაშაულის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0