მეცნიერთა ახალი მონაცემები: 13 კვირის ემბრიონი ტკივილს გრძნობს

CC0 / Pixabay / Free-Photos /  / გადასვლა მედიაბანკშიჩანასახი
ჩანასახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ემბრიონი მე-13 კვირაზე უკვე გრძნობს ტკივილს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ აბორტის გაკეთების მსურველებმა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ადამიანის ემბრიონს ტკივილის შეგრძნება უკვე მე-13 კვირაზე უჩნდება, ასეთია უცხოელი მკვლევარების ახალი მონაცემები, რის შესახებაც წერს მასმედია. 

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
როგორი დიეტა არ არის სახიფათო ორსულებისთვის – ამერიკელი მეცნიერების კვლევა

ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის წამყვანი ავტორი სტიუარტ დერბიშირი ამბობს, რომ ქალებმა, რომლებმაც აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს, უნდა გაიაზრონ, რომ მე-13 კვირაზე ემბრიონი უკვე არჩევს და გრძნობს ტკივილს. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ახალი მონაცემები გვაიძულებს, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა „მორალურ უგუნურებად“ განვიხილოთ.

წაიკითხეთ აქ: შიზოფრენიის წინაპირობა - ვიტამინი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ ორსულებმა

ამერიკელი მკვლევარის ჯონ ბოკმანის თქმით, თუ მე-13 კვირაზე ემბრიონის მიერ ტკივილის შეგრძნების უნარი გარკვეულ კითხვებს ბადებს, ეჭვს არ იწვევს, რომ მე-18 კვირაზე ნაყოფს ნამდვილად აქვს ტკივილის შეგრძნება, რადგან ამ დროისთვის მისი ტვინი და ნერვული სისტემა და ასევე მათ შორის კავშირი უკვე საკმარისად არის ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ახალ მონაცემებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, კლერ მერფი (ბრიტანეთის ორსულთა საკონსულტაციო სამსახურიდან) ძველი შეხედულებების ერთგული რჩება და ირწმუნება, რომ ნაყოფი ტკივილს ვერ იგრძნობს 24-ე კვირამდე. შესაბამისად, მისი აზრით, ორსულობა საკითხის მორალური მხარის ყოველგვარი ზედმეტი განხილვის გარეშე შეიძლება შეწყდეს.

ყველა ახალი ამბავი
0