კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

© Sputnik / Shota Nozadze„ბასიანი“ სპეცოპერაციის შემდეგ
„ბასიანი“ სპეცოპერაციის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ცნობით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი დაუმძიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

12 იანვარს კლუბ „ბასიანთან" მამაკაცმა სროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის ღამის კლუბში არ შეუშვეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე საკუთარ სახლთან დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, 23 ვაზნა და ექვსი დანა.

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
სროლა კლუბ „ბასიანთან": ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბრალდებულს დაუზუსტდა ბრალდება და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19–109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

გამოძიების ცნობით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს >>

ბიძინა ჩაჩხიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს თავდაპირველად სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“, მეხუთე ნაწილის „გ“, მეშვიდე ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებოდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0