საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსაქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები
საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზებაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა.

შეხვედრა თბილისში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღარიბაშვილმა კოლეგა მისი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღო.

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBაზებაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვის დახვედრის ცერემონია თბილისში
საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - Sputnik საქართველო
აზებაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვის დახვედრის ცერემონია თბილისში

უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ზაკირ ჰასანოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.

შეხვედრაზე მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს.

„შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსაქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს
საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტებში.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტებში - ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

გარდა ამისა, ყოველწლიურად ვითარდება სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველოს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს აზერბაიჯანიდან.

ყველა ახალი ამბავი
0