ოთხსაათიანი ბრძოლა ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მომდევნო შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ფერნარდო ვერდასკოსთან გამართავს, რომელიც 23 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (29-ე ნომერი ATP-ს რეიტინგში) Australian Open-ის პირველ წრეში სამხრეთ კორეის წარმომადგენელ ვუნ კვონ სონს (83-ე) სძლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

22 წლის კორეელთან გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა (235 წუთი). ანგარიში – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3.

მომდევნო შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ფერნარდო ვერდასკოსთან გამართავს, რომელიც 23 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

გასულ წელს ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრემდე მივიდა, სადაც ბერძენ სტეფანო ციციპასთან დამარცხდა ოთხ სეტში – 3:6, 6:3, 6:7, 4:6. იმისთვის, რომ რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო არ გაიუარესოს, მან მინიმუმ გასული წლის შედეგი უნდა გაიმეოროს.

Australian Open-ის მიმდინარე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 49 მლნ დოლარამდეა, მამაკაცთა შორის მოქმედი გამარჯვებული კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ყველა ახალი ამბავი
0