ზოოკონტრაბანდა: საქართველოდან ათასობით კუს გადაყვანას შეეცადნენ - ვიდეო

გამოწერა
სამართალდამცველებმა კუები, აზერბაიჯანის მოქალაქის ავტომობილის რენტგენული დათვალიერებისას, ავტომობილის კარებში აღმოაჩინეს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტ „სარფის" გავლით, საქართველოდან თურქეთში 5,5 ათასზე მეტი კუს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Haberglobal.

სააგენტო აზერბაიჯანის მოქალაქის დაკავების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ავტომობილის კარებში დამალული პატარა კუები ჩანან. დაკავებული სასამართლოს წინაშე წარდგება.

ყველა ახალი ამბავი
0