ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთში ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

© photo : GeoWrestling / FBლევან ქავჟარაძე
ლევან ქავჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 18-19 იანვარს ანრი დელანის სახელობის ტურნირზე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 11 მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ლევან ქავჟარაძე (-63 კგ) და რამაზ ზოიძე (-67). კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ ამირან შავაძე (-60) და ქერიმ მაჩალიკაშვილი (-63), გიორგი შოთაძე (-67) და აივენგო რიკაძე (-82). ასევე ჩვენმა მოჭიდავეებმა ხუთი ბრინჯაო აიღეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველზე აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა. მესამე ადგილი ყაზახეთის ნაკრებს ერგო.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრები მრავალრიცხოვანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ნიცაში 29 ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა.

ყველა ახალი ამბავი
0