პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის კონსტიტუცია
რუსეთის კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების შესახებ წინადადებების მომზადების სამუშაო ჯგუფი კვირაში სულ მცირე ორჯერ შეიკრიბება

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

დუმის მონაცემთა ბაზის თანახმად, ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციის გარკვეული საკითხების რეგულირების გაუმჯობესებას;
  • კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გატანას სახალხო კენჭისყრაზე;
  • გარანტიას იმისა, რომ მინიმალური ხელფასი იქნება არანაკლები შრომისუნარიანი მოსახლეობის საარსებო მინიმუმის ოდენობისა;
  • პენსიების რეგულარულ ინდექსაციას;
  • პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების დანიშვნას, სახელმწიფო დუმის მიერ მათი დამტკიცების შემდგომ;
  • აიკრძალოს ერთი და იგივე ადამიანის მიერ პრეზიდენტის პოსტის ორ ვადაზე მეტი ხნით დაკავება;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას (საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის თხოვნით, ამოწმებს კანონების კონსტიტუციურობას სახელმწიფოს მეთაურის მიერ მათ ხელმოწერამდე).
მიხაილ მიშუსტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა პრემიერის პოსტზე საგადასახადო სამსახურის უფროსის კანდიდატურა წარადგინა

სათათბიროს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ დეგტიარევის თქმით, სახელმწიფო სათათბირო პრეზიდენტის კანონპროექტსზე21 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. დოკუმენტის განხილვა 23 რიცხვშია დაგეგმილი, დასძინა სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ივან მელნიკოვმა.

გასულ კვირას ფედერალური კრებისადმი გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილების შეტანის წინადადებით გამოვიდა. ცვლილებები ეხება მათ შორის სოციალური გარანტიების სფეროს, მათ უნდა გააძლიერონ პარლამენტის როლი, განამტკიცონ სახელმწიფო საბჭოს სტატუსი და გაზარდონ გუბერნატორების როლი.

ყველა ახალი ამბავი
0