საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
16-21 იანვარს საქართველოში მიმდინარე პროექტ „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის“ მონაწილეებმა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში თბილისში გატარებულ დღეებსა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. მამაკაცები, უგემრიელესი სამზარეულო, ორიგინალური დიზაინერები და საქართველოს მთავარი ფასეულობები - ამ და სხვა შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს ჟურნალისტებთან თბილისში მიმდინარე პროექტის - „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის“ (World Rising Stars) მომხიბვლელმა მონაწილეებმა.

საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს მსოფლიო მოდის სფეროს ნიჭიერი ლამაზმანების დაჯილდოების (International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars) რიგით მესამე ღონისძიებას.

თბილისს, პროექტ „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის“ (World Rising Stars) ფარგლებში, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 180 მონაწილე ეწვია. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ისტორია აქვს.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

სილამაზისა და მოდის კონკურსების დირექტორი თათრეთიდან ნატალია კისელიოვა ყვება, რომ თავდაპირველად მას საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ, თუმცა ჩამოსვლა მაინც გადაწყვიტა. ამჟამად კი ქვეყანას პროექტის ასზე მეტ მონაწილესთან ერთად სტუმრობს.

„როდესაც აქეთ მოვემგზავრებოდი, ყველა მეუბნებოდა: „რას ამბობ, მოგიტაცებენ!“ მე კი ვგრძნობდი, ასე არ მოხდებოდა, რადგან ეს ცივილიზებული ქვეყანაა. არ ვიცი, რატომ იქმნება ასეთი შთაბეჭდილება, ასეთი მითი, თითქოს აქ მამაკაცები არასწორად იქცევიან. ხუთი წლის განმავლობაში არცერთხელ არ ყოფილა რაიმე არაკორექტული, არასწორი დამოკიდებულება ჩემდამი, კონკურსის მონაწილეებისადმი თუ ზოგადად ლამაზი ქალბატონებისადმი, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ“, - აღნიშნა კისელიოვამ.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

რაც შეეხება მოდის ინდუსტრიას, კისელიოვას სიტყვებით, ძალიან რთულია საერთაშორისო ნაციონალური დირექტორების მხარდაჭერის მოპოვება და ღონისძიების ჩატარების უმაღლესი დონის ჩვენება. საქართველომ, ნატალიას აზრით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. როგორც კისელიოვა აღნიშნავს, ეს პროექტი სრულიად განსხვავებული ადამიანების ჩამოყვანის შესაძლებლობას იძლევა.

უცხოელმა სტუმრებმა მიმდინარე ღონისძიება შეაფასეს, როგორც მეგობრობის პროექტი, რადგან ყველა პროექტის კონკურსანტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივებაა.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

სტუმართმოყვარეობა, ტრადიციები და ოჯახური ფასეულობები - ეს არის ის, რაც პროექტის სტუმრებს საქართველოდან გაჰყვებათ. ასე ფიქრობს აზერბაიჯანის „მის პლანეტა“ ნიგარ ჰასანზადე. გოგონას თქმით, საქართველო მისი მეორე სახლია. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს დედასთან ერთად, უყვარს ქართული სამზარეულო და ხალხი. ამ პროექტს კი გოგონა ხალხებს შორის მეგობრობის ხიდს უწოდებს, რომელიც ახალი მეგობრების შეძენაში ეხმარება.

„აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სამშობლოში. მხოლოდ დედა მენატრება ხოლმე. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები, მათი არასტანდარტული სტილი. აზერბაიჯანში ქართველი დიზაინერის ბუტიკი გვაქვს. იქ ჩექმა შევიძინე, მარცხენა თეთრია, მარჯვენა - შავი. ასეთი არასტანდარტული ნივთები ყოველთვის მიზიდავდა“, - აღნიშნა ჰასანზადემ.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

უზბეკეთის წარმომადგენელი ოლესია როგოვა საქართველოს პირველად ესტუმრა. მას იმედი აქვს, რომ აქ კიდევ ერთხელ ჩამოვა.

„საქართველოში პირველად ვარ, ამ შესანიშნავ საერთაშორისო კონკურსზე. ყველაფერი მომწონს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომლებმაც შესაძლებლობა მომცეს, მონაწილეობა მიმეღო კონკურსში, გავცნობოდი მონაწილეებს“, - ამბობს როგოვა.

თბილისის სტუმრები განსაკუთრებით მოიხიბლნენ საახალწლო ილუმინაციებით, რომელსაც ზღაპრული უწოდეს.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

საქართველოს დედაქალაქში პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივი სამზარეულო არა მხოლოდ დააგემოვნეს, არამედ კერძების მომზადება და მათი სწორად მირთმევაც ისწავლეს.

„ქართული სალათის ნიგვზით მომზადება ვისწავლე. ყოველთვის თან მიმაქვს სულგუნი. ყველაზე საყვარელი კერძი კი ხინკალია. ვისწავლე მისი სწორად ჭამა, მაგრამ მომზადებას რაც შეეხება, ვიდრე არ გავთხოვდები, არ მინდა კერძები ვამზადო“, - ღიმილით დასძენს ჰასანზადე.

„მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის“ ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა „Sputnik-საქართველოს“ მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისათვის და მას ჯილდო გადასცა.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

„უდიდესი მადლობა „Sputnik-საქართველოს“! ეს ჩვენი საყვარელი სააგენტოა. გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ და გადმოგცეთ „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის“ დიპლომი“, - აღნიშნა ეკატერინემ.

როგორც მგალობლიშვილი ამბობს, მომავალში პროექტი გაფართოვდება, 2021 წელს კი ღონისძიება უფრო მეტ მონაწილეს, დიზაინერსა და მოდელს უმასპინძლებს.

„ჩვენ ვფლობთ 35 საერთაშორისო ლიცენზიას - საუბარია სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომლებიც ეძღვნება მოდას და მათი მონაწილეები არიან 4-დან 60 წლამდე ადამიანები. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვატარებთ ბავშვთა სილამაზის კონკურსებს, რადგან ყველა ბავშვი ლამაზია. სამაგიეროდ მათთვის იმართება ფესტივალები, რომლებზეც ყველას აჯილდოებენ“, - აღნიშნა მგალობლიშვილმა.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს
საქართველოში მოგიტაცებენ! - სამოდელო პროექტის ლამაზმანები საქართველოში მოგზაურობის შესახებ - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს

პროექტის მთავარი მიზანია - საქართველო მთელ მსოფლიოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს. ღონისძიების ორგანიზატორები სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ რიგით მესამე კონკურსის ყველა მონაწილე სცენაზე გავიდა სიტყვებით: „საქართველო ჩემი მეორე სახლი გახდა“.

ყველა ახალი ამბავი
0