ანკა ვასაძე: ჩემი ქმარი მეკითხება: მე რატომ მირეკავ, კატა ვარ?
„იმ მომენტში ოთოს ისეთი თვალები აქვს, რომ მგონია, ვეზიზღები და სიამოვნებით მომკლავდა. თუმცა ამას თვითონ ვერ ხვდება, იმიტომ, რომ შინაგანად აგრესიული ადამიანი არ არის. ერთხელ, პირველი ცეკვა გვქონდა „რუმბა“ და მეუბნება: დატრიალდი, ორი ტრიალი გააკეთეო. მეც ვაკეთებ ორ ტრიალს. თურმე, მგონია, რომ ვაკეთებ. მეკითხება: რატომ აკეთებ ოთხს, გააკეთე ორიო! ვაკეთებ, მაგრამ ის მაინც არ არის კმაყოფილი. ბოლოს მეუბნება: თვლა ხომ იცი, ჰოდა, დაითვალეო! მოკლედ, „მარჯვენა-მარცხენაც“ აქ „მასწავლეს“.- ამბობს სატელევიზიო გადაცემაში ანკა ვასაძე.
პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებული, მსახიობი ანკა ვასაძე ამბობს: „ვირთხების მეშინია ძალიან, მაგრამ დღეს 90-იანები ხომ არ არის, რომ ისინი ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ შეგხვდნენ?! ერთხელ საბურთალოზე მივდივარ, ვიღაც ბიჭები მიდიან ჩემს წინ და ერთმანეთს ეუბნებიან: ბიჭო, ფუ, ეს ის არ არისო? უცებ ვხედავ „იმას“ და კივილს ვიწყებ.“