ანასტასია პირველი: მე ვარ ტრანსგენდერი ქალი - ცხრა წლის ვიყავი როცა ანასტასია მერქვა
„მე დავიბადე ძალიან ბედნიერ ოჯახში დედასთან, მამასთან და ჩემს ოთხ ძალიან ლამაზ დასთან ერთად. ჩემი შემთხვევა იგივეა, რომ ერთ ცხოვრებაში ორჯერ დაიბადო. ტრანსფორმაცია მაშინ მოხდა, როცა მამა ჩემს გვერდით აღარ იყო. როცა ცალკე გამიშვა საცხოვრებლად, გვერდზე გამიყვანა და ყურში ჩამჩურჩულა: იცხოვრე იმ ცხოვრებით, რასაც თვლი, რომ სწორია. მე და დედას ამაზე კონკრეტული საუბარი არ გვქონია. მაქსიმალურად ვეცადე და გავითვალისწინე ის დრო და მომენტი, რომ ეს უფრო სწორი ყოფილიყო და არა გამაღიზიანებელი. ერთდერთი, რასაც განვიცდი ეს ურთიერთობაა საზოგადოებასთან, რომელსაც არასწორი ინფორმაცია აქვს“- ამბობს ანასტასია პირველი სატელევიზიო პროექტში.
ტრანსგენდერი მომღერალი ანასტასია პირველი ამბობს: „მე არ მესმის, რომ ადამიანს უნდოდეს ბედნიერად ცხოვრება და ვიღაც ეუბნებოდეს, რომ ეს სწორი არ არის. დადგა დრო, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულო და წარვადგინო ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ და დიდი ტკივილი ჰქონდათ, მე მათი ხმა ვარ“.