საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრა დაუსახლებელ ადგილას მოხდა, ამიტომ ბუნებრივი მოვლენის შედეგად არავინ დაშავდა, ნგრევის შესახებ ინფორმაცია ასევე არ ვრცელდება

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან 16 კილომეტრში 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით დილის 05:28 საათზე ქალაქ ტაშირთან ახლოს დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0