Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სარკე გვატყუებს?“- მაია ჯაბუას ქალიშვილი სექსუალური უკანალის აფიშირებას არ წყვეტს

© Facebook / Liza Kenia ლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიკანტური და მიმზიდველი მომღერალი ლიზა ყენია ნავარჯიშები სხეულით უამრავ თაყვანისმცემელს აოცებს. გამოქვეყნებული სურათების კომენტარებში ფანები აღტაცებას ვერ მალავენ. ნახეთ, მომღერლის უახლესი სურათი, რომელზეც სექსუალურ ტანს აჩენს.

ცნობილი მომღერალი ლიზა ყენია განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალივით იჩენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე სწრაფად გაითქვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი არ არის განვითარებული, ლიზა ყენია ახალი ჰიტების შექმნას არ წყვეტს. ნიჭიერი არტისტის უახლეს კლიპებს ტენდენციურობა ეტყობა და ეს უფრო მეტ ხიბლს მატებს. მის ახალ სიმღერას YOUTUBE- ის ოფიციალურ გვერდზე 166 ათასზე მეტი ნახვა აქვს, რაც მთავარია ქართველი მომღერლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ლიზას შემოქმედება მოეწონათ. აი, როგორ ეხმაურებიან შავკანიან მსახიობთან ერთად გადაღებულ კლიპს: „ნამდვილად კარგია, ქართველი არტისტისგან რომ არ ელი, აი ისეთია...; „სუპერ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოა, რაც კი მინახავს... ევროპის დონის კლიპია!“; „ძალიან კარგიაა. ლიზაა, ნიჭიერი გოგო ხარ! ეს სიმღერაა ორი დღეა აკვიატებული მაქვს.“

ლიზა სცენაზე პატარა ასაკში გამოჩნდა. მისი ხმის ტემბრით ბევრი წამყვანი არტისტი დაინტერესდა. სცენაზე ცეცხლოვანი პერფორმანსებით გამოირჩევა. 22 წლის ასაკში დიდი მხარდაჭერა მიიღო და თანამედროვე მომღერალმა პოტენციალის განვითარებაზე იზრუნა. ახლა, მისი ჩაცმის სტილი, სიმღერები და რაც მთავარია საჯარო ინტერვიუები დიდი აქტუალობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ იუმორის გრძნობა არ აკლია და თაყვანისმცემელს მეტად იზიდავს. უახლესმა ფოტომ კი, ფანების შოკი გამოიწვია, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლები არ მალავენ. მათ შორის არიან ცნობილი და სრულიად უცნობი „ფოლოვერები“. სითამამითა და უცხო გარეგნობით გამორჩეულმა ლიზა ყენიამ თავისუფალ სტილში ჩაცმულმა სარკესთან  გადაღებული სექსუალური სურათი გამოაქვეყნა.

Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროებულ მიმზიდველ ფოტოს რამდენიმე დღეში 6 ათასზე მოწონება დაუგროვდა. ამ ფოტოთი ლიზამ გამომწერებს მშვიდობიანი დილა უსურვა და ჰეშთეგი „morning vibes” დაურთო. კომენტარებში კი, ასეთი კომპლიმენტებითა და ხუმრობებით ანებივრებენ- „ვაიმე, რა მშვენიერება ხარ!“; აი, მესმის თხილები“; „სარკე გვატყუებს!“; „დაცხა“... ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0