ლიზა ყენია: მე კლუბური ნარკოტიკი გამისინჯავს, მაგრამ...
„ჩემი ის ქმედება გამართლებული არ აღმოჩნდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვური ინტერესი გაქვს. ეს მომენტი უკვე დავიკმაყოფილე და მივხვდი, რომ ამით ჩემი ფასეულობები გადავწონე. იმასაც მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჰოროსკოპით თხის რქა ვარ, ანუ რეალისტი ვარ. ძალიან დიდი ტრაგედია და უბედურებაა ის, რომ ამ ადამიანი ყოვლად გაუცნობიერებლად რაღაცას ეწირება“-ამბობს სატელევიზიო ადამიანი გადაცემაში ლიზა ყენია.
მომღერალი ლიზა ყენია ამბობს: „სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამას ჩემთვის ძვირფასი ადამიანი შეეწირა. ამაზე სტატუსიც დავწერე, სადაც ვთქვი: გთხოვთ, თქვენს სურვილებთან მიმართებაში უფრო მაღლა დადგეთ მეთქი.“