ლელა წურწუმია: მე პირველი მომღერალი ვარ საქართველოში, ვისაც...

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმია თავისი კარიერის დაწყების პირველ წლებს იხსენებს, საუბრობს იმ კომპოზიტორებზე, რომლებიც მაშინ ქართულ ესტრადაზე შემოვიდნენ და თავისი სიტყვა თქვეს.
ლელა წურწუმია: მე პირველი მომღერალი ვარ საქართველოში, ვისაც...
„ის ცოდნა რაც მივიღე საესტრადო სასწავლებელში და თეატრალურში მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, ვისით ყოველთვის ვიამაყებ. როდესაც კარგ სკოლას გადიხარ, კარგ ხელში ხვდები, მერე ამ ყველაფერს, თუკი ჭკვიანი ადამიანი ხარ, შესაბამისადაც იყენებ. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე მიღება ძალიან შეზღუდული იყო და მე საკმაოდ მაღალი ქულებით მოვხვდი. ჩემს დროს მუსიკალური კონკურსები არ არსებობდა, ამის ტენდენცია მერე წამოვიდა.“- ამბობს ლელა წურწუმია სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ლელა წურწუმია ამბობს: „რაც დღეს არის მაშინ ამდენი შესაძლებლობა- არც აპარატურა, არც ცოდნა არ იყო. შემდეგ გამოჩნდნენ ახალგაზრდა კომპოზიტორები: რუსა მორჩილაძე, ლილიკო ნემსაძე, ნატო გელაშვილი. ქართულ საესტრადო ხელოვნებაში მათ უხვად შემოიტანეს არაჩვეულებრივი მელოდია.“ 

ყველა ახალი ამბავი
0