„აი, ის რომ არ შემშლოდა, მოვიგებდი“ ანუ როგორ დავძლიოთ ლუდომანია

© Pixabay / meineresterampe / კაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასა და რჩევებზე, თუ როგორ დავძლიოთ ლუდომანია.

„აი, ის რომ არ შემშლოდა, მოვიგებდი“ - უწყინარი მიზეზით იწყება ყველაფერი… მოდი მივალ, ვცდი, იქნებ გამიმართლოს და შემდეგ გამოვალ…. ერთხელ თუ მოვიგე, კიდევ შემიძლია მოგება. არადა, მოთამაშეები ვერაფერსაც ვერ აკოტროლებენ. ეს მათი ილუზიაა.

ვალი, ლომბარდში ჩადებული ნივთები, ავტომობილი, გაყიდული სახლი, თამაშში დაკარგული წლები, სუიციდი - ლუდომანიის ყოველდღიურობაა.

© photo: courtesy of Nato Bakradzeნატო ბაქრაძე
„აი, ის რომ არ შემშლოდა, მოვიგებდი“ ანუ როგორ დავძლიოთ ლუდომანია - Sputnik საქართველო
ნატო ბაქრაძე

ლუდომანია განისაზღვრება, როგორც სხვადასხვა აზარტული თამაშის მიმართ პათოლოგიური დამოკიდებულება, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. აღნიშნული მდგომარეობის ძირითადი მიზეზი ისევე, როგორც ყველა სხვა პათოლოგიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ფსიქოლოგიურია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი კვლელვები მიზეზად განიხილავენ გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებს (ჰორმონალური დარღვევები, დოფამინის არასაკმარისი წარმოება).

ლუდომანი არის ჩვეულებრივი დაავადებული, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აღარ აქვს და შესაბამისად, ვერ მოვთხოვთ ასე მარტივად ქმედების შეწყვეტას. თქვენ წინ არა ის ადამიანია, რომელსაც იცნობდით, არამედ პრიმიტიულ მოთხოვნილებამდე დასული კაცი/ქალი.

ლუდომანისთვის პირველი ეტაპი მოგებაა. დამწყები მოთამაშე სრულიად შემთხვევით იგებს გარკვეულ თანხას. ამ დროს ხდება ფიქსაცია, ანუ მოგებაზე იჭედება ადამიანი.

შემდეგი წაგების ეტაპია - ერთხელ თუ მოვიგე, კიდევ შემიძლია მოგება. ამ მომენტში ადამიანებს ჰგონიათ, რომ თამაშს აკონტროლებენ. ტოტალიზატორები და მსგავსი დაწესებულებები, სწორედ ამ სუსტ წერტილზე ურტყამენ. მოთამაშე წლების განმავლობაში შეიძლება, ჩაიციკლოს იმ ერთადერთ მოგებაზე. ტოტალიზატორებს კარგად აქვთ ადამიანის ფსიქოლოგია განსაზღვრული და ზუსტად იციან, როგორ შექმნან მანკიერი წრე.

ლუდომანის მესამე ეტაპიდან იწყება მდგომარეობის გაუარესება - იკარგება პიროვნული ნიჭი, ცდილობს საზოგადოებისგან თავის შორს დაჭერას და ეცვლება გუნება-განწყობილება. როცა ლუდომანი საზოგადოებისგან მოწყვეტას გადაწყვეტს, მაშინ სუიციდის რისკი იზრდება. მსგავს ადამიანებს პრობლემები ექმნებათ, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახშიც. ისინი ძალიან მარტივად ანგრევენ ოჯახს და ანებებენ თავს მუშაობას. მათთვის ყველაფერი ტვირთია, რაც თამაშთან არ ასოცირდება. იწყებს არალეგალურ ქმედებებს - შეიძლება მოიპაროს, გააქვს ოჯახიდან ნივთები და ყიდის ყველაფერს, რაც გააჩნია.

ხშირია შემთხვევა, როცა თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ისეთ დეგრადაციამდეა მისული, რომ თამაშის გარეშე  „ლომკა“ და გულის იშემია ემართება. ადამიანს არ შეუძლია აგზნებადობის დამოუკიდებლად რეგულირება, ასეთ დროს მოთამაშე ვერ ახერხებს გააკონტროლოს თავისი მდგომარეობა, იგი ერთგვარად თამაშისგან მიღებულ ტრანსში იმყოფება, მაგრამ აცნობიერებს თავის ქმედებებს.

თვიშეფასების პრობლემები - მოთამაშე ყოველი მოგებული თამაშის დროს განიცდის საკუთარი თავის მნიშვნელოვანებას, შესაბამისად თვითშეფასება დამოკიდებული ხდება გარე ფაქტორზე.

თამაშდამოკიდებულების განვითარების ფაქტორი შეიძლება იყოს:

- მოთამაშე ოჯახის წევრი ან სამეგობრო;

- ადამიანისათვის ფულის გადაჭარბებული მნიშვნელობა, როდესაც იგი განიხილება, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება;

- ფულის მარტივად შოვნის  სურვილი;

- ფინანსურ საკითხებში არასაკმარისი ცოდნა, ფულის განკარგვის უუნარობა.

გარდა უამრავი მსუბუქი თუ მძიმე სულიერი პრობლემისა, სოციალური ფონი, უიმედობა, გაჭირვება დიდი ბიძგია, მეტი ადამიანი მოექცეს დაავადების რისკის ქვეშ. ამავე დროს არასრულწლოვნებს მეტი რისკის ქვეშ აყენებს უკონტროლო ონლაინშესაძლებლობა, რადგან მოზარდობისას ფსიქიკა ფორმირების პროცესშია და იოლად ზიანდება.

ლუდომანიის ჩამოყალიბება:

ლუდომანიის ჩამოყალიბების მიზეზი, შესაძლოა გახდეს ფსიქო-ემოციური პრობლემები, მოწყენილობისაგან თავის დაღწევის, სტრესთან გამკლავების სურვილი.

სპციალისტების თქმით თამაშის დროს ადამიანი ერთგვარ ჰორმონების ხაფანგში ექცევა. თამაშის დროს ადრენალინი, დოფამინი და სხვა ჰორმონები, სისხლში გამოიყოფა და გამარჯვების დროს ისინი იწვევენ თამაშის გაგრძელების მძლავრ სურვილს, შეგრძნებას. ნეიროჰორმონები განაპირობებენ ტრანსულ მდგომარეობას, რაც ხელს უშლის ადამიანს გააკონტროლოს თავისი ქმედება.

ლუდომანიის მკურნალობა

მოდით, პირდაპირ გეტყვით - როგორც ბავშვობაში თოჯინებით თამაში არ გბეზრდება, ისე აზარტულ თამაშებსაც ვერ შორდები და ბოლოს ეს გართობა საგანგაშო სახეს იღებს. ამ მარაზმს მომავალი ეწირება და პრობლემაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია.

აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების მძლავრი ფსიქოლოგიური და ბიოქიმიური საფუძვლის გამო, თითქმის შეუძლებელია საკუთარი თავისგან გამოჯანმრთელება. მთავარი პრობლემა კი ამ დროს ის არის, რომ ადამიანი ხშირად ვერც კი აცნობიერებს მკურნალობის აუცილებლობას.

აკრძალვის მეთოდი არც პატარა ასაკში ჭრის და მით უფრო ვერ იმუშავებს ზრდასრულ ადამიანთან. როცა მოზარდზე გვაქვს საუბარი, მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მას რაიმე ალტერნატიული გართობისა და სიამოვნების საშუალებები. დავუგეგმოთ დღის რეჟიმი ისე, რომ მას არ ჰქონდეს ბევრი თავისუფალი დრო აზარტული თამაშებისთვის. თუ არცერთი მეთოდი არ ჭრის, სპეციალისტს უნდა მივმართოთ. 

მკურნალობის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ადამიანის მიერ პრობლემის არსებობის აღიარებაა. შეიძლება ამას დასჭირდეს ერთი ან მეტი ვიზიტი ფსიქოთერაპევტთან.

უგულებელყოფილი ლუდომანიის მკურნალობა, როდესაც პაციენტს უკვე განუვითარდა დეპრესია, ნევროზი, სახეზეა სუიციდური აზრები, ტარდება მედიკამენტების გამოყენებით ფსიქიატრის ზედამხედველობით.

თუმცა, მედიკამენტები პრობელმის მოგვარების მთავარი საშუალება არ არის. ლუდომანიის მკურნალობა აუცილებლად უნდა განხხორციელდეს ფსიქოთერაპიით. ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის ეფექტური კომბინაციით.

აზარტული თამაშების პრევენცია მიზნად ისახავს იმ ფაქტორების გავლენის აღმოფხვრასა ან შემცირებას, რომლებიც  იწვევენ დამოკიდებულებას. ამისათვის აუცილებელია, დროულად მიმართოთ სპეციალისტს, გაიაროთ ფსიქოთერაპია და მოაგვარეთ არსებული პრობლემები, ნუ უგულებელყოფთ მათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0