Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

იცოდით, რომ სოსო პავლიაშვილს უსიმპათიურესი ვაჟი ჰყავს? – ფოტოები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისოსო პავლიაშვილი მეუღლესთან ერთად
სოსო პავლიაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსო პავლიაშვილმა, სხვა ბევ­რი ქარ­თვე­ლის მსგავ­სად, კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად წლების წინ რუ­სეთს მი­ა­შუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნინო უჩა­ნე­იშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ჰყავ­ს სა­ერ­თო ვაჟი ლე­ვა­ნი.

ცნობილ მომღერალ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს რუსეთში და საქართველოში კარგად იცნობენ. ექვსი წლის ასაკში პავლიაშვილმა ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა. მოგვიანებით გამოდიოდა ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსებსა და კონცერტებზე. იყო ლეგენდარული ანსამბლ „ივერიას“ მონაწილე. გამარჯვებამ იურმალას ფესტივალზე (1989) მას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. პავლიაშვილს ყოველთვის გამოარჩევდა გამოსვლის ემოციური მანერა, რომელსაც შესანიშნავ ვოკალურ მონაცემებთან ერთად მაყურებელი აღფრთოვანებაში მოჰყავს.

წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა, სხვა ბევ­რი ქარ­თვე­ლის მსგავ­სად, კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად რუ­სეთს მი­ა­შუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნინო უჩა­ნე­იშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ჰყავ­ს სა­ერ­თო ვაჟი ლე­ვა­ნი.

რუსეთში სოსო პავლიაშვილმა 16 წლით უმ­ცრო­ს მო­ცეკ­ვა­ვესთან ირი­ნა პატ­ლა­ხთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე 22 წელს ით­ვლის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი მათ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნეს. პავ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში გრან­დი­ო­ზულ ვი­ლა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობს სო­სოს უფ­რო­სი შვი­ლი, 32 წლის ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

ლე­ვა­ნი რუ­სულ ბო­მონდში კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა. ის წლე­ბის წინ მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნა და ბიჭ­მა მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს უმუ­შა­ვია.

გარ­და გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბი­სა, მა­მას ის ნი­ჭი­თაც და­ემ­სგავ­სა. ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი კარ­გად მღე­რის. გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალ­მა უფ­რო­სი ვაჟი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თო და ის მოს­კოვ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კა­რა­ო­კე-ბარს Небо на ладони ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ეს ბარი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბაა. უმ­ცრო­სი პავ­ლი­აშ­ვი­ლი დიდ დროს ატა­რებს ბარ­ში და თა­ვა­დაც მღე­რის.

ყველა ახალი ამბავი
0