უსუფაშვილი: საქართველოში უნდა დასრულდეს ეპოქა, როცა არჩევნები გლადიატორების ბრძოლას ჰგავს

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ახალი პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს.
უსუფაშვილი: საქართველოში უნდა დასრულდეს ის ეპოქა, სადაც არჩევნები გულისხმობს გლადიატორების ბრძოლას
„ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ როგორმე, პარტიებიც და მოსახლეობაც, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება და არის მრავალფეროვანი და იმ მრავალფეროვან პარლამენტში ვიღაც იქნება სახელისუფლებო კოალიციაში და საქართველოს ემსახურება ამითი, ვიღაც კი იქნება ოპოზიციაში და საქართველოს ამით ემსახურება. ამიტომ 2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა სისტემური გარღვევისთვის, სისტემური ცვლილებისთვის“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ვიღაც შევა უმრავლესობით და სხვას კისერს მოუგრეხს, პირიქით, მომავალ პარლამენტში უამრავ საკითხზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმსჯელონ და იკამათონ.

ყველა ახალი ამბავი
0