აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© Sputnik / Alexander Imedashviliკრიმინალისტები დანაშაულის ადგილზე
კრიმინალისტები დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დაახლოებით ერთი კილოგრამი ნივთიერება ADB-FUBINACA, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებად მიიჩნევა

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში 9 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

აზერბაიჯანის მოქალაქე რუსთავში 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს.

გამოძიებამ დაამტკიცა, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დაახლოებით ერთ კილოგრამ ნივთიერება ADB-FUBINACA–ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს.

ეს ნივთიერება ამოიღეს ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნაწილი კი მის ავტომობილში იპოვეს.

ამას გარდა, ბრალდების მხარემ დაამტკიცა 96 გრამზე მეტი MDMA–სა და 1,5 გრამი „ბუპრენორფინის“ შესყიდვის ფაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0