საქართველოს მოქალაქე ყალბ მართვის მოწმობებს ამზადებდა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეს, რომელიც ყალბ მართვის მოწმობებს ამზადებდა და ასაღებდა, ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება/გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 დოლარად გაყიდა თითქოსდა რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკაში გაცემული ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები და ყალბი მართვის მოწმობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0