თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში საბერძნეთის ნაკრებთან ანგარიშით 10:17 დამარცხდა.
რევაზ ჩომახიძის აღსაზრდელებმა თამაშის გათანაბრება ბოლოს შეძლეს, მაგრამ პირველ ორ მეოთხედში ჩავარდნის გამო ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეოთხედების მიხედვით ანგარიშია - 1:5, 1:6, 4:2, 4:4.
#wp2020budapest #waterpolo 🤽♂️
— LEN EuropeanAquatics (@LENaquatics) January 16, 2020
⚠️ 34th LEN European Water Polo Championship-Budapest 2020
DAY 5 - MEN - RESULTS
🇬🇷 Greece 17 🆚 10 Georgia 🇬🇪
Results https://t.co/aRo3JtQtfT@HellenicOlympic pic.twitter.com/VJVZh7hMdj
მომდევნო თამაშს D ჯგუფში ქართველი წყალბურთელები 18 იანვარს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. დღეს გვიან საღამოს იტალიელები ფრანგებს ხვდებიან. ამჟამად საქართველოს, საბერძნეთის და იტალიის ნაკრებებს სამ-სამი ქულა აქვთ. თუ იტალიელები ფრანგი წყალბურთელების დამარცხებას შეძლებენ, ისინი D ჯგუფის ლიდერები გახდებიან.
სამშაბათს საქართველოს ნაკრებმა თავგანწირულ ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 9:7 მოუგო.
ევროპის ჩემპიონატში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ტურნირის რეგლამენტით, თითოეული კვარტეტის გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის. ნაკრებები, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებენ, მერვედფინალში ითამაშებენ.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი 26 იანვარს გაიმართება.
დღეისათვის ქართველი წყალბურთელების საუკეთესო შედეგია - მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე.