ბათუმში მეხუთე სართულიდან 31 წლის ქალი გადმოვარდა

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tapeარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი ექსპერტიზის მიზნით პროზექტურაში გადაასვენეს.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ბათუმში ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „აჭარის ტეველიზია“.

შემთხვევა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე დღეს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი ექსპერტიზის მიზნით პროზექტურაში გადაასვენეს. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბირგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0