Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უხდებით ერთმანეთს...“– შორენა ბეგაშვილი ქართველ „ჰალკთან“ ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი მეუღლეს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ამის შესახებ ფანებმა თავად შორენასგან გაიგეს. მას შემდეგ მსახიობი ძალიან გააქტიურდა და ექსპერიმენტებს არ უშინდება.

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობითა და აქტიურობით გამოირჩევა. მისი ცხოვრებით დაინტერესებულები Instagram-სა და Facebook-ს ხშირად ამოწმებენ. შორენა, თავის მხრივ, მაქსიმალურად ცდილობს ახლოს იყოს თაყვანისმცემლებთან და ნორმის ფარგლებში ცხოვრების დეტალებს აქვეყნებს. შორენა ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ბადებს. მსახიობი „რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემით დაბრუნდა. ახლა ბევრ თაყვანისმცემელს გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი აინტერესებს, რომლის ანონსი უკვე მზად არის.

სუპერვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთება არ უყვარს, საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა ქართველ „ჰალკთან“, იგივე ლევან საგინაშვილთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა. ლევანი მკვლავჭიდში მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონია. სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წყვილი ერთმანეთს უხდება.

შორენა ბეგაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება 2009 წელს სკანდალური როლებით მიიპყრო. მსახიობი ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“ მინისტრის საყვარლის როლით გამოჩნდა, სადაც სრულიად გაშიშვლდა და მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა. ამ ფილმის ეპიზოდი, რომელშიც შორენა კაბის ამარა ოთახიდან გამოდის და ნიკო გომელაურის წინ შიშვლდება, დღემდე არავის ავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე PLAYBOY-ში მკერდი გამოაჩინა, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ამ როლის გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0