თბილისში გრიბოედოვის ხსოვნას პატივი მიაგეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიბოედოვის საფლავი
გრიბოედოვის საფლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიბოედოველებმა – მსახიობებმა და თეატრის თანამშრომლებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყვავილებით შეამკეს ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში 2020 წელი დიდი რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის წლად გამოცხადდა, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ. 

ალექსანდრე გრიბოედოვი - Sputnik საქართველო
თბილისში გრიბოედოვის დაბადების დღეს აღნიშნავენ

ოთხშაბათს, 15 იანვარს გრიბოედოვის ჟაბადებიდან 225-ე წლისთავის პატივსაცემად გრიბოედოვის დასისა და გრიბოედოვის თატრის სტუდიის წევრებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყვავილებით შეამკეს პოეტის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

„ეს წელი გრიბოედოვის წლად გამოცხადდა. მთელ მსოფლიოში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება ღონისძიებები. დღეს ისინი იმართება ერევანში, ნიუ-იორკში, პარიზში, მოსკოვში, სანქტ–პეტერბურგში“, – განაცხადა სვენტიცკიმ.

თეატრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ წელს თბილისში დიდი გამოფენის მოწყობა იგეგმება, რომელზეც სხვადასხვა ქვეყანაში დადგმული სპექტაკლების „ვაი ჭკუისაგან“ აფიშებს წარმოადგენენ. 

© Sputnik / Vladimir UmikashviliТруппа Грибоедовского театра возложила цветы на могилу А. С. Грибоедова
თბილისში გრიბოედოვის ხსოვნას პატივი მიაგეს - Sputnik საქართველო
Труппа Грибоедовского театра возложила цветы на могилу А. С. Грибоедова

თავად გრიბოედოვის თეატრი კი ოქტომბერში წარმოადგენს პიესის „ვაი ჭკუისაგან“ პრემიერას – დადგმა კვლავ შევა თეატრის რეპერტუარში. დღეს გრიბოედოვის თეატრის ინიციატივით მამა დავითის ეკლესიაში მამა იოანემ პანაშვიდი გადაიხადა.

ალექსანდრე გრიბოედოვი 1795 წლის 15 იანვარს მოსკოვში დაიბადა. 1803 წლიდან ის მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონის აღსაზრდელი იყო, 11 წლისამ კი უკვე მოსკოვის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.

1828 წლის შემოდგომაზე გრიბოედოვი დაინიშნა თავისი მეგობრის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილზე, 16 წლის ულამაზეს ნინოზე.

დაქორწინებიდან მალევე გრიბოედოვი სპარსეთში დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნდა. გრძნობდა რა მოახლოებულ სიკვდილს, ის თავის მეუღლეს სწერდა, რომ მისი ძვლები სპარსეთში არ დაეტოვებინათ. ნინომ აღასრულა მეუღლის თხოვნა და გრიბოედოვის ნეშტი მთაწმინდაზე დაკრძალა. სწორედ აქედან დაედო საფუძველი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს.

ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. საფლავზე სამხრეთის მხრიდან არის წარწერა: „გონება და საქმენი შენნი უკვდავია რუსეთის ხსოვნაში, მაგრამ მე რად მოვესწარ ამას, სიყვარულო ჩემო", ჩრდილოეთის მხრიდან სხვა წარწერაა: „დაუვიწყარს მისი ნინოსგან".

ყველა ახალი ამბავი
0