მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დაბომბილი სახელმწიფოებრიობა“: სერგეი ლავროვი ლიბიის პრობლემებში ნატოს ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ მოსკოვში ლიბიის ძალებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეებმა რეგიონში დეესკალაციის შესაძლებლობებსა და პირობებზე იმსჯელეს.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ლიბიაში ახლა არ არსებობს სახელმწიფოებრიობა, ის 2011 წელს გაანადგურა ნატომ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ამ დანაშაულებრივი, უკანონო ავანტიურის შედეგებს დღემდე ვიმკით, უპირველესად კი, რაღა თქმა უნდა, ლიბიელი ხალხი“, – განაცხადა ლავროვმა ლიბიელ კოლეგასთან დინეშ გუნადევარდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა იქვე დაამატა, რომ ალიანსის მიერ შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ბევრი ქვეყანა მუშაობს. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ალჟირი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, კატარი და რუსეთი. 

ხალიფა ხაფთარი და სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებაზე მუშაობას განაგრძობს

გუშინ მოსკოვში ლიბიის ძალებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეებმა რეგიონში დეესკალაციის შესაძლებლობებსა და პირობებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ კონსენსუსი არ შედგა – შერიგების შემაჯამებელ დოკუმენტს ლიბიის ეროვნული არმიის სარდალმა, მარშალმა ხალიფა ხაფთარმა ხელი არ მოაწერა.

2011 წელს კოალიციამ, რომელსაც აშშ და ნატო მეთაურობდნენ, ლიბიაში ოპერაცია ჩაატარა, რომელსაც შედეგად ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობა და კადაფის 40-წლიანი რეჟიმის დამხობა მოჰყვა.

ამის შემდეგ ქვეყანაში მწვავე კრიზისი დაიწყო. ამ დროისათვის ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მართავს, რომელსაც ხალიჰა ხაფთარი უჭერს მხარს, დასავლეთ ნაწილში კი ეროვნული თანხმობის მთავრობა მოქმედებს, რომელიც გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერითაა შექმნილი და რომელსაც ფაიეზ სარაჯი უდგას სათავეში.

ორხელისუფლებიანობასა და უშიშროების სისტემის ჩამოშლას შეიარაღებულ მეამბოხეთა ძალებისა და ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება მოჰყვა. ცენტრალიზებული ხელისფლებისა და ერთიანი არმიის არარსებობის გამო ლიბია კონტრაბანდისა და აფრიკიდან ევროპაში არალეგალურად გადამსვლელთა ცენტრად იქცა. 

2019 წლის 4 აპრილს ხალიფა ხაფთარმა ტრიპოლიზე შეტევა წამოიწყო „ტერორისტებისგან გათავისუფლების“ მიზნით. მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა კი საპასუხო ოპერაციის „რისხვის ვულკანის“ დაწყება გამოაცხადეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლიბიაში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0