სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringer ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
 ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ცუცქირიძეს 2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა

თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ცნობილი ქართველი მხატვრისა და გრაფიკოსის ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების სოლო გამოფენას მასპინძლობს,  ნათქვამია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა დღეს გაიხსნა და 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

სელფი სტალინის ბიუსტის ფონზე - Sputnik საქართველო
მუზეუმთან სელფის დღე: საქართველო საერთაშორისო ფლეშმობს უერთდება

გამოფენაზე მხატვრის 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილიც  მხატვრის ოჯახის პირად კოლექციაში ინახებოდა. პერსონალური გამოფენისთვის ყველა ნამუშევარი თავად  მხატვარმა შეარჩია და ექსპოზიციაც ისე ააწყო, როგორც თავად სურდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები რელიგიურ, ფოლკლორულ, ეთნოგრაფიულ და ისტორიულ თემატიკას აერთიანებს.

ექსპოზიციაში  ლევან ცუცქირიძის  უახლესი და ძველი პერიოდის ნამუშევრებია თავმოყრილი.

„ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების ავტორი ლევან ცუცქირიძე  ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ ორბელიანის თხზულებებზე მუშაობდა. ხატავდა უზარმაზარ პანოებს თბილისში ცნობილი ადმინისტრაციული შენობებისთვის. 1980-იანი წლების მიწურულს კი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა.

ლევან ცუცქირიძეს 2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.

ლევან ცუცქირიძეს 12 იანვარს 94 წელი შეუსრულდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0