ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში ტურნირზე მარცხი განიცადა

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეზონის პირველ ტურნირზე ქართველი გოლიათის მესამე გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა – იგი დასავლეთის მერვე მაეგაშირასთან დამარცხდა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველმა გოლიათმა, დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიაში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს იანვრის ტურნირის მესამე ორთაბრძოლა მარცხით დაასრულა.

ტოჩინოშინი დასავლეთის მერვე მაეგაშირა რიუდენთან დამარცხდა.

ტურნირის სამი დღის შემდეგ გორგაძეს უარყოფითი ბალანსი აქვს – ერთი გამარჯვება და ორი მარცხი. 

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ტოჩინოშინმა წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხვალ ქართველი გოლიათი დასავლეთის მეხუთე მაეგაშირას ენჰოს დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონი ტოჩინოშინმა, ყოფილმა ოძეკმა, მაეგაშირას რანგში დაიწყო. იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0