ქვემო ქართლში გერმანელი ჯარისკაცების საფლავების მოძიება იგეგმება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგერმანელების საფლავი სოფელ ასურეთში
გერმანელების საფლავი სოფელ ასურეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭიროების შემთხვევაში გერმანულ მხარეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და დაიქირაოს ადგილობრივი პერსონალი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქვემო ქართლში იგეგმება გერმანელი ჯარისკაცების ნეშტების მოძიება მათი შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების მიზნით, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

სამუშაოს გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირი განახორციელებს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის 1993 წელს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.

როგორც საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გათხრები იწარმოებს რუსთავში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; გარდაბანში, სოფელ ახალი სამგორის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩი-იაღლუჯის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

საჭიროების შემთხვევაში გერმანულ მხარეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და დაიქირაოს ადგილობრივი პერსონალი.

სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობით განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0