მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელეს

© photo : Warner Bros. (2019)კადრი ფილმიდან „ჯოკერი“
კადრი ფილმიდან „ჯოკერი“ - Sputnik საქართველო
რამდენიმე კვირაში გაირკვევა, ვის შეხვდება ვარსკვლავური სტატუეტები. გამარჯვებულებს ჯილდოს 9 თებერვალს ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ 92-ე ცერემონიაზე გადასცემენ.

თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. აშშ-ის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა. პრეტენდენტების ნუსხა ლოს-ანჯელესში ორშაბათს, პრემიის ოფიციალურ YouTube-არხზე ტრანსლაციისას წაიკითხეს.

„საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაზე წარდგენილია 9 ფილმი: „ჯოკერი“, „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“, „ირლანდიელი“, „კურდღელი ჯოჯო“, „პატარა ქალები“, „ქორწინების ისტორია“, „1917“, „ერთხელ ... ჰოლივუდში“ და „პარაზიტები“.

„საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიისთვის კინოაკადემიის წევრებმა შეარჩიეს სამხრეთ კორეელი რეჟისორის, პონ ჯუნ ხოს ფილმი „პარაზიტები“, ესპანელი პედრო ალმადოვარის „ტკივილი და დიდება“, პოლონელი იან კომასის ფილმი „ქრისტეს სხეული“, ფრანგი ლაჯ ლის „გაკიცხულნი“ და ჩრდილოეთ მაკედონიური ფილმი „თაფლის ქვეყანა“.

ოსკარი - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე გაიმართება

წლის „საუკეთესო რეჟისორის“ წოდებისთვის იბრძოლებენ მარტინ სკორსეზე, ტოდ ფილიპსი, სემ მენდესი, კვენტინ ტარანტინო და პონ ჯუნ-ხო.

„საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაზე წარდგენილი არიან სინთია ერივო, სირშა რონანი, სკარლეტ იოჰანსონი, შარლიზ თერონი და რენე ზელვეგერი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაზე - ანტონიო ბანდერასი, ლეონარდო დი კაპრიო, ადამ დრაივერი, ჰოაკინ ფენიქსი და ჯონათან პრაისი.

„საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში“ კატეგორიის ნომინანტები გახდნენ ქეთი ბეითსი, ლორა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ფლორენს პიუ და მარგო რობი.

„საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ კატეგორიაზე კი წარდგენილი არიან ტომ ჰენქსი, ენტონი ჰოპკინსი, ალ პაჩინო, ჯო პეში და ბრედ პიტი.

„ოსკარის“ დაჯილდოების 92-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში 9 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური